logo_geo
eng_logo
ვლადიმერ ბოჟაძე: რადიკალური ოპოზიცია სწორედ ომში საქართველოს ჩათრევაში ხედავს ძალაუფლების დაბრუნების ერთადერთ შანსს
- +

7 დეკემბერი. 2022. 13:22

 

 

„ჩვენი უსაფრთხოება და სტაბილურობა 10 თვეზე მეტია ყოველდღიური გამოწვევების წინაშე დგას. სამწუხაროდ, არსებობენ ძალები ვის ინტერესებშიც შედის საქართველო-რუსეთის ომის ცხელ ფაზაში გადასვლა და სწორედ ამ ინტერესებს ემსახურება ომის და ღალატის პარტია, „ნაციონალური მოძრაობა“ მისი სატელიტი პოლიტიკური პარტიები, სამოქალაქო სექტორის და მედიის ნაწილი, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში, ყალბი პატრიოტიზმის და თანაგრძნობის საფარქვეშ ცდილობს ქვეყნის ომში ჩართვას!“ - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში წერს.

 

როგორც ბოჟაძე აღნიშნავს, „ქართული ოცნების“ პირდაპირი ვალდებულებაა დაიცვას სახელმწიფო და ხალხი, დაიცვას მშვიდობა და სტაბილურობა, რაც არის ქვეყნის წარმატების და განვითარების ერთადერთი გარანტი!

 

„უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის და ომის გამო, საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა მსოფლიოში რომელსაც მეორე ფრონტის გახსნის რეალური საფრთხე ემუქრება, ჩვენი უსაფრთხოება და სტაბილურობა 10 თვეზე მეტია ყოველდღიური გამოწვევების წინაშე დგას. სამწუხაროდ, არსებობენ ძალები ვის ინტერესებშიც შედის საქართველო-რუსეთის ომის ცხელ ფაზაში გადასვლა(ჰიბრიდულ ომი გრძელდება) და სწორედ ამ ინტერესებს ემსახურება ომის და ღალატის პარტია, „ნაციონალური მოძრაობა“ მისი სატელიტი პოლიტიკური პარტიები, სამოქალაქო სექტორის და მედიის ნაწილი, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში, ყალბი პატრიოტიზმის და თანაგრძნობის საფარქვეშ ცდილობს ქვეყნის ომში ჩართვას! ნათელია, რომ რადიკალური ოპოზიცია, რომელიც ხელისუფლებაში არჩევნების გზით ვერასდროს დაბრუნდება, სწორედ ომში საქართველოს ჩათრევაში, არეულობაში და ქაოსში ხედავს ძალაუფლების დაბრუნების ერთადერთ შანსს, შესაბამისად ყველაფერს აკეთებს ამ მიზნის მისაღწევად, საერთოდ არ ითვალისწინებს სახელმწიფოს და ხალხის ინტერესებს!

 

2008 წელს ხელისუფლებაში ყოფნისას როგორ „ღირსეულად“ დაიცვეს სახელმწიფო და ხალხი(ჯარის და პოლიციისგან განსხვავებით) „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ყველამ ვნახეთ და ახლაც, მეორე ფრონტის გახსნის შემთხვევაში(ღმერთმა დაგვიფაროს) რომელი საზღვრისკენ გაიქცევიან კარგად ვიცით! „ქართული ოცნების“ პირდაპირი ვალდებულებაა დაიცვას სახელმწიფო და ხალხი, დაიცვას მშვიდობა და სტაბილურობა, რაც არის ქვეყნის წარმატების და განვითარების ერთადერთი გარანტი!“ - წერს ვლადიმერ ბოჟაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner