logo_geo
eng_logo
ბონდო მძინარაშვილი სააკაშვილზე: მაგრამ, საქმეც ის არის, რომ ეგ მანიაკი თქვენზე ჭკვიანია, თქვენზე, ვინც ამბობთ, რომ კვდება!
- +

7 დეკემბერი. 2022. 13:26

 

 

მაგრამ, საქმეც ის არის, რომ ეგ მანიაკი თქვენზე ჭკვიანია, თქვენზე, ვინც ამბობთ, რომ კვდება!“ - ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი, ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

 

სასჯელის გადავადებით განიკურნებაო...

 

სასჯელის გადავადება იმას ნიშნავს, რომ წავა, იმკურნალებს, გამოჯანმრთელდება და საპატიმროს დაუბრუნდება დარჩენილი სასჯელის მოსახდელად!

 

მაჩვენეთ თუნდაც ერთი ადამიანი, ვისაც სჯერა, რომ სასჯელგადავადებული მანიაკი საპატიმროს დაუბრუნდება!

 

სააკაშვილს აქვს ადაპტაციური აშლილობა!

 

როგორ შეიძლება ადაპტაციური აშლილობის განკურნება?!

 

არ იკურნება ეგ დაავადება, არა!

 

აი, ახლა რომ გაუშვან, ადაპტაციას როგორ გაივლის, ანუ სასჯელის გარდაუვალობას როგორ გააცნობიერებს და პატიმრობას როგორ შეეგუება?!

 

ეგ უკან დამბრუნებელია?!

 

მანიაკიც და დედამისიც მუდმივად იმეორებენ, რომ სრულიად უდანაშაულოა, რა პატიმრობასთან შეგუება?!

 

კარგი, ეგ დიდი ხანია, აფრენს და თქვენც აფრენთ?!

 

თუ არ გაუშვებენ, მოკვდებაო!

 

ჭამოს და არ მოკვდება!

 

დამძიმდება და გადაიყვანენ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში!

 

კიდევ დამძიმდება და გადაიყვანენ რეანიმაციაში!

 

მაგრამ, საქმეც ის არის, რომ ეგ მანიაკი თქვენზე ჭკვიანია, თქვენზე, ვინც ამბობთ, რომ კვდება!

 

ეგღა აკლია, თავი მოიკლას, - სულ მაგ მიზნით ჭამს შერჩევით!

 

უწინ თქვენ გაგისტუმრებთ, ისე უყვარს საკუთარი დამპალი სიცოცხლე! - წერს ბონდო მძინარაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner