კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე მიმართავს პოლონეთში, ქალაქ ოსვენციმში ოფიციალური ვიზიტით მყოფ სალომე ზურაბიშვილს.
„ჩვენ არა ვართ მხოლოდ ის, რაც დღეს ჩანს - ერთმანეთის მოძულე ერი“.
სად ჩანს ეს, ოსვენციმში?
რატომ აიგივებთ გადაგვარებულ, რევანშით შეპყრობილ სექტანტებს ქართველ ერთან, ქალბატონო პრეზიდენტო?
სხვა არაფერი მოგაგონდათ ჩვენს ერზე იქ მყოფს,
მხოლოდ სიძულვილი?“ - წერს გოგა ხაინდრავა.