დღეს იტალიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა დაკრძალვის ცერემონია გაიმართება. გლოვის დღესთან დაკავშირებით ქვეყნის მასშტაბით, ყველა საჯარო დაწესებულების შენობაზე სახელმწიფო დროშას დაუშვებენ.
ბოლო მონაცემებით, იტალიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 278 ადამიანი დაიღუპა.