logo_geo
eng_logo
ლევან ნიკოლეიშვილი: აკერმანის ტრენინგგავლილ გიორგი მშვენიერაძეს აქ არაფერი გამოსდის და ჩვენს ყველაზე ერთგულ მეგობარ სახელმწიფო აზერბაიჯანზე ცდილობს ქილიკს
- +

7 დეკემბერი. 2022. 20:13

"ასეთი ანტისახელმწიფოებრივი ბინძური აზრები ყველაზე მავნებელი სექტანტებისგანაც არ გამიგია! ღმერთმა დაგვიფაროს და წამით, რომ წარმოვიდგინოთ, ეს პოლიტიკური კარიკატურის ნიმუში, დღეს რომ ხელისუფლებაში იყოს!,'' - ასე ეხმაურება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ადვოკატ გიორგი მშვენიერაძის ფეისბუქ-სტატუსს. ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, რომ გიორგი მშვენიერაძე ვერ ჩამოყალიბდა არასამთავრობო სექტორს წარმოადგენს თუ სააკაშვილის ადვოკატია.

გიორგი მშვენიერძეს, როცა ტელეთერში ვხედავ ან რამეს მის მიერ ნათქვამს თუ ნაწერს წავაწყდები, წესით მხიარულ ხასიათზე უნდა ვდგებოდე, ოღონდ აქ საქმე ცოტა სხვანაირადაა: 1. ეს სუბიექტი ვერ ჩამოყალიბდა არასამთავრობო სექტორს წარმოადგენს თუ კრიმინალ სააკაშვილის ადვოკატია. 2. სულ ცოტა ხნის წინ აკერმანის ტრენინგ გავლილი და სერთიფიცირებული ტექნიკურ მთავრობის აქამდე გაუგონარი იდეებით აპირებდა რევოლუციას, მაგრამ როგორც ხელმოცარულ "ახალ სარდალს", რუსთაველიდან "ქართული ოცნების" ოფისამდე როგორ შემოეფანტა ერთი მუჭა ხალხი გვახსოვს. 3. ახლა აქ არაფერი გამოსდის ( ან როგორ უნდა გამოუვიდეს?!) და ჩვენს ყველაზე ერთგულ მეგობარ სახელმწიფოს აზერბაიჯანზე ცდილობს ქილიკს და შეურაცყოფას. ახლა, ამას რომ ჰკითხოს ვინმემ აზროვნებს, წიგნი(ები)ც ექნება წაკითხული, არადა ასეთი ანტისახელმწიფოებრივი ბინძური აზრები ყველაზე მავნებელი სექტანტებისგანაც არ გამიგია! ღმერთმა დაგვიფაროს და წამით, რომ წარმოვიდგინოთ, ეს პოლიტიკური კარიკატურის ნიმუში, დღეს რომ ხელისუფლებაში იყოს!“, - წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

right_banner right_banner
არქივი
right_banner