logo_geo
eng_logo
ჯონ კირბი: ნებისმიერი ესკალაცია უკრაინის საზღვრებს გარეთ არ არის კარგი აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებისთვის
- +

7 დეკემბერი. 2022. 20:14

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ აშშ-ს არ წაუხალისებია და არც შესაძლებლობა მიუცია უკრაინისთვის, რომ რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმები განახორციელოს.

ჩვენ, რა თქმა უნდა, არც წაგვიხალისებია და არც შესაძლებლობა მიგვიცია უკრაინისათვის რუსეთის შიგნით დარტყმები განახორციელოს. ჩვენი აქცენტი იყო და რჩება იმაზე, რომ დავრწმუნდეთ, რომ მათ აქვთ საჭირო შესაძლებლობები, რესურსები, რაც მათ სჭირდებათ საკუთარი თავის დასაცავად. ყველაფერი, რასაც ჩვენ ვთავაზობთ, ნამდვილად ამის გათვალისწინებით არის შემუშავებული“, - აღნიშნა ჯონ კირბიმ.

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ასევე განაცხადა, რომ ნებისმიერი ესკალაცია უკრაინის საზღვრებს გარეთ არ არის კარგი აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებისთვის.

right_banner right_banner
არქივი
right_banner