logo_geo
eng_logo
დავით ნარმანია: გამოძიების პროცესში ეკოლოგიის სამსახურის ხელმძღვანელის გადაყენება მიზანშეუწონლად მიმაჩნია
- +

27 აგვისტო. 2016. 10:33



„გამოძიების პროცესში, ვიდრე კონკრეტული პირების ბრალეულობა არ გამოიკვეთება, ეკოლოგიის სამსახურის ხელმღვანელის გადაყენება მიზანშეუწონლად მიმაჩნია", - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილის იმ მოთხოვნის კომენტირებისას აღნიშნა, რომლის თანახმადაც, ისინი ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსისა და მისი მოადგილის გადადგომას მოითხოვენ.



გამოძიების პროცესში, ვიდრე კონკრეტული პირების ბრალეულობა არ გამოიკვეთება, მანამდე ხელების გაშვერა სამსახურის უფროსის ან მისი მოადგილის მისამართით, ჩემი აზრით, მიზანშეუწონელია. მეორე მხრივ, ეს მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარეც არ უნდა მოხდეს, რადგან არსებობს უდანაშაულობის პრეზუმფცია, რაც ყველამ უნდა დავიცვათ", - განაცხადა დავით ნარმანიამ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner