logo_geo
eng_logo
საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო, კოსტავას ქუჩის ნაწილზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
- +

7 დეკემბერი. 2022. 20:40

საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო, კოსტავას ქუჩაზე, თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის მიმდებარე ტერიტორიიდან გმირთა მოედნამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება.

რუსთაველის გამზირიდან მიმავალი საავტომობილო ნაკადისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ქიაჩელისა და ახვლედიანის ქუჩების საშუალებით, ხოლო ნ. ნიკოლაძის ქუჩიდან მარცხნივ მოხვევით, მძღოლები რუსთაველის გამზირისა და ჭოველიძის ქუჩის მიმართულებით იმოძრავებენ.

შეზღუდვა 8 დეკემბრის 00:00-დან 06:00 საათამდე იმოქმედებს.

right_banner right_banner
არქივი
right_banner