„კასიანოვმა თავხედური გამოხტომით ყოველგვარ ზღვარს გადააბიჯა. უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა საქართველოში, ანდრეი კასიანოვმა მორიგი დაუსაბუთებელი ბრალდებები წამოაყენა. სამწუხაროდ მის გამოსვლაში საუბარი არ ყოფილა საქართველოს მხარდაჭერაზე, მხარდაჭერაზე რომელიც ჩვენმა ქვეყანამ როგორც უკრაინას, ასევე, უკრაინის მოქალაქეებს გაუწია“, - ამის შესახებ დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე აცხადებს.
მისი თქმით, კასიანოვმა თავს ბევრის უფლება მისცა, როდესაც განაცხადა, რომ საქართველო უკრაინას იარაღით არ ეხმარება.
„საქართველო პირველ ადგილზე ჰუმანიტარული ტვირთის მიწოდებით, ომის დაწყების შემდეგ ჩვენმა ქვეყანამ ათასობით უკრაინელი მიგრანტი შეიფარა, დღემდე არაერთი პროგრამა ფუნქციონირებს, რომელიც უკრაინის მოქალაქეებს მთელ რიგ შეღავათებს უწესებს, ასევე, საქართველო იყო პირველი ქვეყანა, სადაც უკრაინის მოქალაქეებისთვის განათლების მიღება მათ მშობლიურ ენაზე მიმდინარეობს. ყველაზე მთავარი საქართველოს მიერ მხარდაჭერილი რეზოლუციებია, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ არის მიღებული, საქართველო არამხოლოდ რეზოლუციების მხარდამჭერი, არამედ რამდენიმე რეზოლუციის თანაავტორი არის. ასევე მნიშვნელოვანია, რომ საქართველო შეუერთდა საერთაშორისო სანქციებს.
როგორც ჩანს, ეს ყველაფერი არაფერს ნიშნავს, უკრაინისთვის და არამარტო მათთვის მთავარ იმედგაცრუებას საქართველოში მეორე ფრონტის არ გახსნა წარმოადგენს. კასიანოვმა თავს ბევრის უფლება მისცა, როდესაც განაცხადა, რომ საქართველო უკრაინას იარაღით არ ეხმარება. უკრაინისთვის იარაღის მიწოდება ომში ჩართვას ნიშნავს ომის ფასი საქართველოსთვის წარმოუდგენლად დიდი იქნება, მარტო ფინანსურ ჭრილში რომ განვიხილოთ, უკრაინის აღდგენას 600 მილიარდი ევრო სჭირდება (ევროკავშირის მონაცემებით). ამას დაუმატეთ ადამიანური დანაკარგი, რომელიც ფინანსურზე მტკივნეულია და ეკონომიკური სტაგნაცია. საქართველოს მთავრობამ ყველაზე უკეთ იცის ვის, რა დროს და რა დახმარება გაუწიოს! უკრაინაში მიმდინარე ომი, უკრაინის წარმომადგენელს არადიპლომატიური და არამეგობრული განცხადების გაკეთების უფლებას არ აძლევს!“, - აცხადებს დავით ჩიხელიძე.