logo_geo
eng_logo
სააკაშვილის მიმართ სახელმწიფოს ტოლერანტობა და ზრუნვა მაღალ ნიშნულზეა აყვანილი - დავით ჩიხელიძე
- +

7 დეკემბერი. 2022. 21:55

 

ლევან ბეჟაშვილმა თუ სააკაშვილს არ გაათავისუფლებთ, მზად ვართ გადავდგათ რადიკალური ნაბიჯებიო. არა ლევანს, არამედ „ნაციონალურ მოძრაობას“ მივმართავ, რისი ან ვისი იმედი გაქვთ? რაც შეეხება სააკაშვილის მიმართ გამოტანილ განაჩენს, სწორედ ეგ არის ობიექტური გადაწყვეტილება, რომელიც ქართულმა სასამართლომ მიიღო“, - ამის შესახებ დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, სახელმწიფო სააკაშვილის, როგორც რიგითი პატიმრის ჯანმრთელობისთვის და მკურნალობისთვის ყველაფერს აკეთებს, პატიმარი კი ჯიუტობს მისთვის შედგენილ მკურნალობის კურსს არ იცავს:

სააკაშვილის წარსული საზოგადოებისთვის ნაცნობია, ის რაც ყველამ ვიცოდით, სასამართლომ ფაქტებით დაადასტურა. მეორე საკითხია სააკაშვილის პოზიცია პატიმრობასთან დაკავშირებით. მესმის მას ციხესთან შემგუებლობა სჭირს, მაგრამ, ასევე, მახსენდება სააკაშვილის განცხადება, ნულოვანი ტოლერანტობა, ყველანი ციხეში! სააკაშვილის მიმართ სახელმწიფოს ტოლერანტობა და ზრუნვა მაღალ ნიშნულზეა აყვანილი, სახელმწიფო სააკაშვილის, როგორც რიგითი პატიმრის ჯანმრთელობისთვის და მკურნალობისთვის ყველაფერს აკეთებს, პატიმარი კი ჯიუტობს მისთვის შედგენილ მკურნალობის კურსს არ იცავს. სააკაშვილმა მადლობა თქვას, რომ 2004-2012 წლების ციხეში არ იხდის სასჯელს, სადაც არათუ მკურნალობა, არამედ სუნთქვაც კი შეუძლებელი და სანატრელი იყო“, - წერს ჩიხელიძე.

right_banner right_banner
არქივი
right_banner