logo_geo
eng_logo
სირიის ქალაქ დერაიადან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს
- +

27 აგვისტო. 2016. 10:35


 

 

სირიის სახელმწიფო სააგენტო „სანა" და დასავლური მედის ცნობით, სირიის ქალაქ დერაიადან მშვიდობიანი მოსახლეობის და ოპოზიციის შეიარაღებული ფორმირებების ევაკუაცია დაიწყო.



ალყაში მოქცეული ქალაქიდან ხალხის ევაკუაციის შესახებ შეთანხმებას სირიის სამთავრობო ძალებმა და ამბოხებულებმა 25 აგვისტოს  მიაღწიეს.


ხალხი ბლოკირებული დასახლებიდან  ავტობუსებით და სატვირთო მანქანებით, ორგანიზაცია „წითელი ნახევარმთვარის" სასწრაფო დახმარების მანქანების თანხლებით გაჰყვათ.


სირიის ხელისუფლების განცხადებით, 700 მებრძოლს იდლიბის პროვინციაში ოპოზიციის მიერ კონტროლირებად რაიონებში გადაიყვანენ მას შემდეგ, რაც ისინი მძიმე და საშუალო შეიარაღებას ჩააბარებენ. მშვიდობიან მოქალაქეებს კი დამასკოსა და მის შემოგარენში დევნილთა ბანაკებში განათავსებენ.


ქალაქი დერაია სამთავრობო ძალების ალყაში 2012 წლიდან იმყოფება. ადგილობრივი მოსახლეობა საკვების, წყლისა და მედიკამენტების მწვავე დეფიციტს განიცდის.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner