საახალწლო ღონისძიებების მოსამზადებელ სამუშაოებთან დაკავშირებით, ლესია უკრაინკას ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა შეზღუდულია, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, რუსთაველის გამზირიდან შევჩენკოსა და ზუბალაშვილების ქუჩის მიმართულებით მიმავალი ავტომობილებისთვის ლესია უკრაინკას ქუჩის ნაცვლად, გადაადგილება შესაძლებელია ჭიჭინაძის ქუჩის გამოყენებით. აღნიშნული ქუჩებიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით კი, ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ 9 აპრილის ქუჩის საშუალებით.
შეზღუდვა 9 დეკემბრის 23:00 საათამდე იმოქმედებს.