ჩვენ ჰააგაში მოვითხოვეთ რუსეთის გასამართლება სამხედრო დანაშაულებისთვის, ეს არის პოლიტიკური უმაღლესი ე.წ. ლეველის მხარდაჭერა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო უკრაინასთან დაკავშირებით 400-ზე მეტ განცხადებასა და რეზოლუციას შეუერთდა.
„საქართველოს რაც შეუძლია, მისი შესაძლებლობის მაქსიმუმის ზღვარზე გადის და ამის ინდიკატორია ჰააგაში სამხედრო ტრიბუნალთან მიმართებით საქართველოს პოზიცია. არვის დაუძალებია, არავის მოუწოდებია 400-ზე მეტ განცხადებას, რეზოლუციას რომ შეუერთდა. თანასპონსორები ვიყავით და თანაავტორები უმრავლესი მათგანის. ჩვენ ჰააგაში მოვითხოვეთ რუსეთის გასამართლება სამხედრო დანაშაულებისთვის, ეს არის პოლიტიკური უმაღლესი ე.წ. ლეველის მხარდაჭერა. უკრაინის ფოსტის თანახმად, მსოფლიოში პირველი ნომერი ვიყავით ჰუმანიტარული დახმარების ეგიდით. საქართველო, რომელსაც სამწუხაროდ დღესაც თავისი ქვეყნის შუაგულში უდგას რუსეთის საოკუპაციო ჯარი, არ და ვერ რისკავს იმას, რომ სამხედრო დახმარება გაუწიოს თავის მეგობარ უკრაინას, მიუხედავად იმისა, რაც იქ ხდება და როგორი დამაზიანებელი მესიჯებიც მოდის რიგი პოლიტიკოსისა და ლიდერის მხრიდან. არ რისკავს, რომ სამხედრო დახმარება გაუწიოს, რადგან არ არის ეს მართლზომიერი რისკი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.