logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: ბოლო 8 თვეში 15-მდე უცხოური საინფორმაციო სააგენტო ინტერესდებოდა სააკაშვილით, მას შემდეგ, რაც დაუქირავეს პიარშჩიკები, ბოლო ხუთ დღეში 30-ზე მეტი სააგენტო დაემატა ამ სიას
- +

8 დეკემბერი. 2022. 00:49

 

სპეცოპერაცია იყო სააკაშვილის საქართველოში ჩამოყვანა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, ექიმი რომ პაციენტს მკურნალობს, ის თუ ყველაფერს დაუჯერებს, მასზე სრულ პასუხისმგებლობას იღებს, მაგრამ თუ პაციენტი მის დანიშნულებას არ ასრულებს, ან რაღაც კვებას ურჩევენ და ამას შეგნებულად არ აკეთებს, მაშინ პასუხისმგებლობა პაციენტზე გადადის.

პარადოქსია, როდესაც ეს ადამიანი აცხადებდა, რომ შიმშილობდა, მაშინ ჭამდა, როცა ახლა არაფერს ამბობს და არ იღებს ჩვეულებრივად საკვებს. პასუხისმგებლობაზე გვეკითხებიან ხოლმე და მინდა, ვუპასუხო ყველას, რა თქმა უნდა, ეს სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა, მაგრამ როგორც კი დაფიქსირდება ფაქტი, რომ ის შეგნებულად რაღაცებს აკეთებს და ამით თვითდაზიანებას იყენებს, მაშინ პასუხისმგებლობა მხოლოდ სახელმწიფოზე ვერ იქნება. ექიმი რომ პაციენტს მკურნალობს, ის თუ ყველაფერს დაუჯერებს, ექიმი მასზე სრულ პასუხისმგებლობას იღებს, მაგრამ თუ პაციენტი მის დანიშნულებას არ ასრულებს, ან რაღაც კვებას ურჩევენ და ამას შეგნებულად არ აკეთებს, მაშინ პასუხისმგებლობა პაციენტზე გადადის. ამ მიჯნაზე კარგად უნდა გადავხედოთ რომელ მხარეს არის პასუხისმგებლობა.

ბოლო 8 თვის განმავლობაში 15-მდე უცხოური საინფორმაციო სააგენტო ინტერესდებოდა სააკაშვილის ბედით, ეს იყო მაქსიმალური, მას შემდეგ, რაც ავადმყოფობას დაუქირავეს პიარშჩიკები და გადაიხადეს ამაში საკმაოდ სოლიდური თანხები, ამის შემდეგ დაემატა ორჯერ მერი. ბოლო ხუთი დღის განმავლობაში 30-ზე მეტი უცხოური საინფორმაციო სააგენტო დაემატა ამ სიას, ერთი და იგივე სურათით და ტექსტით აქვეყნებს მასალებს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner