გთავაზობთ „პატრიოტთა ალიანსის" გენერალური მდივნის ირმა ინაშვილის facebook-სტატუსს:
„რას მოესწრო ქართული დემოკრატია. სრულიად სიურრეალისტურ ქვეყანაში ვცხოვრობთ. ბიძინა ივანიშვილს ე.წ. ხეების სკანდალზე უკვე სემეკის ყოფილი ხელმძღვანელი გურამ ჩალაგაშვილი ეჩხუბება. თან, პოლიციის ქმედებებითაა უკმაყოფილო. ეს ის კაცი არაა, უკანონო ბრძანება რომ გასცა და 2012 წელს წყალტუბოში, რომელიღაცა რესტორანში „ქართული ოცნების" აქტივისტებს სინათლე რომ გამოურთო?! ამის შემდეგ, ნაცებთან კოჰაბიტირებულმა „ოცნებამ" ბატონი გურამი კვლავ თანამდებობაზე დატოვა. ახლა, ალბათ, ექსპერტია. ეჰ, ბატონო ბიძინა, ბატონო ბიძინა. რა დროს რომანსეროა, როგორც იტყვიან..." - წერს ინაშვილი.