logo_geo
eng_logo
პაატა ქურდაძე: მიუნხენში ჩანგალზე ასული სააკაშვილის „ღრენას“ და წყევლა- კრულვას ვუყურე...
- +

17 თებერვალი. 2016. 01:46



მწერალი პაატა ქურდაძე ოდესის ოლსის გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის ბოლო დროინდელ განცხადებებს სოციალურ ქსელში ეხმაურება:



„მიუნხენში ჩანგალზე ასული სააკაშვილის „ღრენას" და წყევლა-კრულვას ვუყურე „რუსთავი 2"  ზე და „კვაჭი კვაჭანტირაძის" ფინალი გამახსენდა, სადაც ავტორი ისტამბულის ბორდელში ჩარჩენილ დეპრესირებულ საკუთარ გმირს მიმართავს... (მხოლოდ კვაჭის აშკარად მეტი შარმი და იუმორის გრძნობა ჰქონდა) :

 

„დაბორიალებს კვაჭი კვაჭანტირაძე და გულში იღრინება, ზოგჯერ გულის დარდს ბესოს გადაუშლის და ქვრივ დედაბერივით აწუწუნდება, ზოგჯერ კი ქურდულად კუთხეში მიიმალება, აკვნესდება და ჩუმად იცრემლება...

 

რა გატირებს, კვაჭი კვაჭანტირაძევ? რად გიკვნესის ეგ ჭრელი გული? რად გებურება ეგ მჭრელი თვალები? რად გეჭმუხვნება ეგ გაშლილი და ნათელი შუბლი? რა დაგემართა, კვაჭუნი? ჭამა-სმა - თავსაყრელი, ტანისამოსი - ყოველგვარი, ფული - გამოულეველი, ქალები - შერჩეული, ცხენები და ავტო, მსახური და მეგობარი, ძველი და ახალი... კიდევ რა გაკლია, კვაჭი კვაჭანტირაძე?

 

დახოცილი მეგობრები? დიდი ხანია მოინელე.

სილიბისტრო და პუპი? ძალიან კარგად არიან.

დიდება და სახელი? გქონდა და შენვე გაექეცი.

 

მშობელი ცა და დედამიწა? საბურთალო მოგელის.

 

მაშ რა გინდა, კვაჭანტირაძევ? მუდმივი ხეტიალი? მარადიული დევნა ბედისა? უთავბოლო სირბილი და ქროლვა უთავბოლო ქვეყანაში? ოქროს გალიის დამტვრევა და გაფრენა? მაშ რა გინდა, რა?

 

შენც არ იცი.

მესმის შენი, კვაჭი კვაჭანტირაძევ!

მესმის შენი, კვაჭიკოვ!

მესმის და ვიცი...

მაგრამ ისიც ვიცი, რომ ბოლოს და ბოლოს შენს ღირსეულს და ნამდვილ საქმეს მიაგენი.

მაშ არხეინად დალპი მაგ ორმოში და მშვიდობით იყავი." (მიხეილ ჯავახიშვილი)


 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner