ბოლო ორი დღეა ნათლად ვხედავთ, გიული ალასანიას მიერ გადახდილი ფული რა შედეგს იწვევს. ერთი და იგივე სურათით, ტექსტით, სათაურით, მსოფლიოს 30-მდე მედიასაშუალებაში ქვეყნდება მასალა. ისეთ ქვეყნებშიც კი, სადაც სააკაშვილის კი არა, საქართველოს არსებობა შეიძლება არ იცოდეს მოსახლეობის უმრავლესობამ, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა სოზარ სუბარმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„იმ ყბადაღებულ 3000-გვერდიან დასკვნაზე რომ ლაპარაკობენ, თუ არ ვცდები, „ტვ პირველზე“ თქვეს: „ჩვენ ეს დოკუმენტი მთლიანად გვაქვს და ჩვენ წავიკითხავთ ყველაზე მძიმე პუნქტებს, რაც აქ წერია“ და ვერაფერი იმ პუნქტებიდან ვერ მოვისმინეთ. საქართველო არის სახელმწიფო, აქვს საკუთარი კანონმდებლობა და ამ კანონმდებლობის თანახმად უნდა მოხდეს ყველაფერი. ეს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს არსად გადაყვანას და არც გათავისუფლებას გამოჯანმრთელების მიზნით, თუკი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის შესაბამისი“, - განაცხადა სუბარმა.