logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: ებრძვიან მშვიდობას და იმდენად ებრძვიან, რომ სიტყვა „მშვიდობაც“ აღიზიანებთ
- +

8 დეკემბერი. 2022. 09:45

 

 

„რამდენიმე მიმართულებით იბრძვიან. ერთი, ებრძვიან მშვიდობას და იმდენად ებრძვიან, რომ სიტყვა „მშვიდობაც“ აღიზიანებთ. სლოგანიც აღიზიანებთ, იმის ფონზე, რომ უკრაინის დედაქალაქში კლიჩკო გამოდის და ამბობს, პუტინს ვერ მოაპარინებს ახალ წელს, მათ გრინჩული მიდგომები აქვთ“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

 

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, საქართველოში არიან ადამიანები, რომლებსაც მშვიდობა აღიზიანებთ და ამიტომ ებრძვიან სლოგანს - „მშვიდობის ქალაქი“. მისი თქმით, ეს მაშინ ხდება, როცა მშვიდობა დღეს მთელი მსოფლიოს მთავარი საზრუნავია.

 

„უნდათ, რომ ბავშვებმა არ იზეიმონ ახალი წელი. ნაძვის ხე არ განათდეს. შავი ლენტებით და შავი ძაძებით იყოს შემოსილი ეს ქალაქი და ეს ქვეყანა. მშვიდობა აღიზიანებთ. ეს ერთი მიმართულებაა მათი სპეცოპერაციის. სოციალურ ქსელში არსებობენ ადამიანები, ვინც გადაიღებს ფოტოს წარწერით - მშვიდობის ქალაქი და ამბობენ, ეს დამაწვევინაო, რა უბედურება არისო. მშვიდობა არის ახლა მთავარი საზრუნავი ცივილიზებულ სამყაროში. ის, რაც თანამედროვე, ცივილიზებულ სამყაროს, უკრაინელებისთვის და კიეველებისთვის ყველაზე დიდი საზრუნავი და სანატრელი ამბავია.  ის, რაც გვაქვს და დღესაც გარკვეული რისკის წინაშე ვდგავართ, ხომ ხედავთ, ადამიანი გამოდის და პირდაპირ ომისკენ მოგვიწოდებს პრაქტიკულად. ამისი ხაზგასმა და დაფიქსირება, რატომ არის სასპეკულაციო თემა. მთავარი სლოგანი და მთავარი მიზანი, რატომ არის დარტყმის ობიექტი, თუ ეს არ აღიზიანებს, ამ ხალხს? ვინც ომის მხარეს დგას, რა თქმა უნდა, მშვიდობა აღიზიანებს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner