logo_geo
eng_logo
კახა კალაძის განცხადებით, 2023 წელს თბილისის ბიუჯეტი 1,632 მილიარდი ლარით განისაზღვრა
- +

8 დეკემბერი. 2022. 11:29

 

 

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, 2023 წელს თბილისის ბიუჯეტი 1,632 მილიარდი ლარით განისაზღვრა. ამის შესახებ მან დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 

„მინდა მოგაწოდოთ დეტალური ინფორმაცია თბილისის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით. ჩვენ რამდენიმე კვირის წინ ბიუჯეტის პირველადი ვერსია გავგზავნეთ, რომელშიც არ იყო ასახული ფინანსთა სამინისტროსგან მისაღები ტრანსფერი, შესაბამისად, თანხების ოდენობა იყო ნაკლები. უკვე დასრულებულია ყველა პროცედურა, რაც საჭირო იყო საბოლოო ბიუჯეტის განსაზღვრისთვის და მისი ოდენობა განისაზღვრა მილიარდ 632 მილიონი ლარით. შეგახსენებთ, 2022 წელს ეს თანხა შეადგენდა მილიარდ 560 მილიონ ლარს.

 

ფინანსთა სამინისტროსგან მისაღები ტრანსფერი შეადგენს 440 მილიონ ლარს, სესხის ნაწილი შეადგენს 136 მილიონ ლარს. მთლიანობაში მუნიციპალიტეტის პროგრამებისთვის გამოყოფილია მილიარდ 768 მილიონი ლარი.

 

ამ თანხიდან სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-აღდგენისა და განვითარებისთვის დაიხარჯება 530 მლნ ლარი; ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობა-ექსპლუატაციისა და ავარიული შენობების გამაგრება-ჩანაცვლებისთვის 243 მლნ ლარი გამოიყოფა, ხოლო ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის - 211 მლნ ლარი.

 

მოგახსენებთ, რამდენიმე ახალ პროექტს, რომლებიც 2023 წლის ბიუჯეტის ფარგლებში განხორციელდება, ესენია: წერეთლის გამზირის, დიდუბის ხიდის, უნივერსიტეტის ქუჩის, მშვიდობის ხიდის, სულხან-საბას, ინგოროყვას და წინამძღვრიშვილის ქუჩების რეაბილიტაცია. გარდა ამისა, მომავალ წელს მოხდება ვაზისუბნის, ციციშვილის, მუხიანის, პირველი რესპუბლიკის პარკების რეაბილიტაცია. რეკრეაციული სივრცეები რეაბილიტირდება სამგორსა და ისანში, ასევე, სამგორში მოეწყობა ახალი პარკი.

 

2023 წლის ბიუჯეტით ასევე გათვალისწინებულია რამდენიმე საფეხმავლო ხიდის რეაბილიტაცია, ნაგავსაყრელის მეოთხე უჯრედის მოწყობა, კახეთის გზატკეცილზე არსებული მიწისქვეშა გადასასვლელების მოწესრიგება, გარდა ამისა, „თბილსერვის ჯგუფისთვის“ შევისყიდით სხვადასხვა სპეციალურ ტექნიკას“, - განაცხადა კალაძემ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner