„საქართველოს მელიორაცია“ კახეთში ქვემო სამგორის სარწყავი სისტემის რეაბილიტაციას ახორციელებს. საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მარცხენა მაგისტრალური არხის პირველი და მეორე რიგის წყალგამანაწილებლების რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რაც, ჯამში, 20,7 კმ სიგრძის დახურული მილსადენის მოწყობასა და 11,8 კმ სიგრძის რკინაბეტონის არხის მშენებლობას ითვალისწინებს. ყველა წყალგამანაწილებელზე დამონტაჟდება ჰიდრანტები და დამცლელი ჭები, მილ-ხიდები და წყალმიმღები.
ჩატარებული სამუშაოების შედეგად, სოფლების მანავისა და თოხლიაურის 1300 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე წყალუზრუნველყოფა გაუმჯობესდება.
9,2 მლნ ლარის ღირებულების პროექტის დასრულება 2024 წელს იგეგმება.
შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ნასარიძემ, სოფელ მანავში მიმდინარე სამუშაოები რეგიონალური სამსახურის ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაათვალიერა.