logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი ევროპის მუზეუმების ფორუმის კონკურსის ნომინანტი გახდა
- +

8 დეკემბერი. 2022. 12:28

 

 

ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი ევროპის მუზეუმების ფორუმის კონკურსის „EMYA - ევროპის წლის მუზეუმი 2023“ ოფიციალური ნომინანტი გახდა, - ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

 

„აღსანიშნავი სიახლე გვაქვს თბილისის მუზეუმების გაერთიანებაში.

 

გარდა იმისა, რომ ახლახან მათ BP-ს მნიშვნელოვანი გრანტი მოიპოვეს სერვისების განვითარებისთვის, ამჯერად ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი გახდა ევროპის მუზეუმების ფორუმის კონკურსის „EMYA - ევროპის წლის მუზეუმი 2023“ ოფიციალური ნომინანტი.

 

ევროპის საბჭოს ეგიდით მიმდინარე კონკურსი მიზნად ისახავს სამუზეუმო სფეროს მოწინავე გამოცდილების აღიარებას ევროპის მასშტაბით და ხელს უწყობს ინოვაციური მიდგომების განვითარებას სამუზეუმო სივრცეში.

 

მსურს მადლობა გადავუხადო მუზეუმების გაერთიანების გუნდს და მივულოცო მთელ თბილისს, რომ ოფიციალურად აღიარებული, ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო მუზეუმი გვაქვს დედაქალაქში“, - განაცხადა კალაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner