logo_geo
eng_logo
ბანგლადეშში პოლიციელებმა სამი ისლამისტი მოკლეს
- +

27 აგვისტო. 2016. 11:33



ბანგლადეშის დედაქალაქ დაკასთან ჩატარებულ სპეცოპერაციის შედეგად პოლიციამ სამი ისლამისტი მოკლა.


მოკლულთა შორის ერთ-ერთი დაკაში კაფეზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი ტამიმ ჩოუდხურია, რომელიც ბანგლადეშის და კანადის მოქალაქე იყო.


დაკაში, კაფეზე თავდასხმა 2 ივლისს ღამით, დიპლომატიურ კვარტალში მოხდა. ტერორისტებმა მძევლები აიყვანეს და 20 მათგანი მოკლეს. დაღუპულთა შორის იტალიის 9 და იაპონიის 7 მოქალაქე იყო.


კაფეს შტურმის დროს 2 პოლიციელი დაიღუპა. თავდამსხმელებმა მაშინ მიმალვა მოახერხეს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner