ბანგლადეშის დედაქალაქ დაკასთან ჩატარებულ სპეცოპერაციის შედეგად პოლიციამ სამი ისლამისტი მოკლა.
მოკლულთა შორის ერთ-ერთი დაკაში კაფეზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი ტამიმ ჩოუდხურია, რომელიც ბანგლადეშის და კანადის მოქალაქე იყო.
დაკაში, კაფეზე თავდასხმა 2 ივლისს ღამით, დიპლომატიურ კვარტალში მოხდა. ტერორისტებმა მძევლები აიყვანეს და 20 მათგანი მოკლეს. დაღუპულთა შორის იტალიის 9 და იაპონიის 7 მოქალაქე იყო.
კაფეს შტურმის დროს 2 პოლიციელი დაიღუპა. თავდამსხმელებმა მაშინ მიმალვა მოახერხეს.