logo_geo
eng_logo
რატი ბრეგაძე საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩ ჭოუ ციენს შეხვდა
- +

8 დეკემბერი. 2022. 22:18

რატი ბრეგაძე საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩ ჭოუ ციენს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის განვითარების გზებზე ისაუბრეს.

იუსტიციის მინისტრმა ხაზი გაუსვა ჩინეთთან სამართლებრივი თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას და აღნიშნა ელჩის პირადი მხარდაჭერა მიმდინარე წლის სექტემბერში „ჰუალინგ პლაზაში“ იუსტიციის სახლის ფილიალის გახსნის პროცესში.

right_banner right_banner
არქივი
right_banner