logo_geo
eng_logo
კულება: დასავლელ მოკავშირეებს არ უნდა ეშინოდეთ რუსეთის დაშლის
- +

9 დეკემბერი. 2022. 01:19

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ დასავლელ მოკავშირეებს არ უნდა ეშინოდეთ რუსეთის დაშლის.

გაზეთ The Wall Street Journal-თან ინტერვიუში უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ თუ ისტორიის ბორბლები ტრიალს დაიწყებენ, ამას ვერავინ შეცვლის.

„დროა მივიღოთ ის ფაქტი, რომ ეს რუსეთი არ შეიძლება იყოს საერთაშორისო საზოგადოების ნორმალური წევრი“, - განაცხადა დმიტრო კულებამ.

კულებამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „არ ფიქრობს, რომ მსოფლიო დაინგრევა, თუ რუსეთი დაიშლება“.

right_banner right_banner
არქივი
right_banner