უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ დასავლელ მოკავშირეებს არ უნდა ეშინოდეთ რუსეთის დაშლის.
გაზეთ The Wall Street Journal-თან ინტერვიუში უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ თუ ისტორიის ბორბლები ტრიალს დაიწყებენ, ამას ვერავინ შეცვლის.
„დროა მივიღოთ ის ფაქტი, რომ ეს რუსეთი არ შეიძლება იყოს საერთაშორისო საზოგადოების ნორმალური წევრი“, - განაცხადა დმიტრო კულებამ.
კულებამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „არ ფიქრობს, რომ მსოფლიო დაინგრევა, თუ რუსეთი დაიშლება“.