საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ სურსათისა და შიმშილის შემდეგ, პუტინმა ახლა ზამთრის იარაღად გამოყენება გადაწყვიტა.
„მას [პუტინს] სურს, უკრაინის მასშტაბით შეაფერხოს ელექტროენერგიის, გათბობისა და წყლის მიწოდება მილიონობით მშვიდობიანი მოქალაქისთვის.
მათ, ვინც ამ სასტიკ ომში მნიშვნელოვან როლს თამაშობს, სანქციების მეცხრე პაკეტით ვპასუხობთ“, - აღნიშნა ჟოზეფ ბორელმა.