logo_geo
eng_logo
ირაკლი შიხიაშვილი: რასაც ვამბობ, იმას ყოველთვის ვაკეთებ!
- +

27 აგვისტო. 2016. 12:53



იმას, რასაც ვერ გავაკეთებ, არასოდეს დავპირდები ჩემს ხალხსახლაც მაქვს რამდენიმე პროექტი, რომელიც აუცილებლად უნდა განხორციელდეს. ეს სამგორისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტებია!" - განაცხადა სამგორის რაიონის მაჟორიტარობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ირაკლი შიხიაშვილმა კაიროს ქუჩის მოსახლეობასთან შეხვედრისას და დასძინა, რომ სავალალო შედეგების თავიდან ასაცილებლად დაუყოვნებლივ მოქმედებაა საჭირო.



ამასთან, ირაკლი შიხიაშვილმა კაიროს ქუჩის მოსახლეობას ჯანმრთელობის პროგრამა და ე. წ. ხრუშჩოვკების პრობლემის მოგვარების დეტალები გააცნო. მისი თქმით, 2013 წელს, ავარიული კორპუსებიდან გამოსახლებული მოქალაქეებისთვის, ბინის ქირის საკომპენსაციოდ, თბილისის ბიუჯეტიდან მილიონ 800  ათას ლარამდე იხარჯებოდა.




2016 წელს, ავარიული კორპუსებიდან ქირით გაყვანილი 1700-მდე ოჯახია, ბიუჯეტიდან კი, 6 მილიონამდე იხარჯება და ეს ციფრი ყოველთვიურად იზრდება. „ხრუშჩოვკების" ჩანაცვლების პროექტი რეალურია. დაუშვებელია, რომ 110 ათასამდე ადამინს ქუჩაში დარჩენის საფრთხე ემუქრებოდეს!

 

 

გარდა ამისა, კაიროს ქუჩის მოსახლეობას სჭირდება კანალიზაცია, საბავშვო ბაღი, აფთიაქი, შიდაკვარტლური გზები და ტრანსპორტი.

 

 

პარლამენტმა სწორედ ისეთი კანონები უნდა მიიღოს, რომლითაც აღნიშნული საკითხების გადაჭრა გაადვილდება. საერთოდ, საკანონმდებლო ორგანო მუდამ ხალხის ინტერესებზე უნდა იყოს ორიენტრებული.

საჯაროდ ვაცხადებ, რომ პარლამენტში სამგორელების ხმა და თითოეული სამგორელის ლობისტი ვიქნები.

უკეთეს ხვალინდელ დღეს ჩვენ ერთად შევქმნით! მეიმედებით და გეიმედებოდეთ!" - განაცხადა ირაკლი შიხიაშვილმა.

 

 

 

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner