„იმას, რასაც ვერ გავაკეთებ, არასოდეს დავპირდები ჩემს ხალხს. ახლაც მაქვს რამდენიმე პროექტი, რომელიც აუცილებლად უნდა განხორციელდეს. ეს სამგორისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტებია!" - განაცხადა სამგორის რაიონის მაჟორიტარობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ირაკლი შიხიაშვილმა კაიროს ქუჩის მოსახლეობასთან შეხვედრისას და დასძინა, რომ სავალალო შედეგების თავიდან ასაცილებლად დაუყოვნებლივ მოქმედებაა საჭირო.
ამასთან, ირაკლი შიხიაშვილმა კაიროს ქუჩის მოსახლეობას ჯანმრთელობის პროგრამა და ე. წ. ხრუშჩოვკების პრობლემის მოგვარების დეტალები გააცნო. მისი თქმით, 2013 წელს, ავარიული კორპუსებიდან გამოსახლებული მოქალაქეებისთვის, ბინის ქირის საკომპენსაციოდ, თბილისის ბიუჯეტიდან მილიონ 800 ათას ლარამდე იხარჯებოდა.
„2016 წელს, ავარიული კორპუსებიდან ქირით გაყვანილი 1700-მდე ოჯახია, ბიუჯეტიდან კი, 6 მილიონამდე იხარჯება და ეს ციფრი ყოველთვიურად იზრდება. „ხრუშჩოვკების" ჩანაცვლების პროექტი რეალურია. დაუშვებელია, რომ 110 ათასამდე ადამიანს ქუჩაში დარჩენის საფრთხე ემუქრებოდეს!
გარდა ამისა, კაიროს ქუჩის მოსახლეობას სჭირდება კანალიზაცია, საბავშვო ბაღი, აფთიაქი, შიდაკვარტალური გზები და ტრანსპორტი.
პარლამენტმა სწორედ ისეთი კანონები უნდა მიიღოს, რომლითაც აღნიშნული საკითხების გადაჭრა გაადვილდება. საერთოდ, საკანონმდებლო ორგანო მუდამ ხალხის ინტერესებზე უნდა იყოს ორიენტრებული.
საჯაროდ ვაცხადებ, რომ პარლამენტში სამგორელების ხმა და თითოეული სამგორელის ლობისტი ვიქნები.
უკეთეს ხვალინდელ დღეს ჩვენ ერთად შევქმნით! მეიმედებით და გეიმედებოდეთ!" - განაცხადა ირაკლი შიხიაშვილმა.