logo_geo
eng_logo
გაზეთ The New York Times-ის ჟურნალისტებმა და რედაქტორებმა ერთდღიანი გაფიცვა გამოაცხადეს
- +

9 დეკემბერი. 2022. 01:54

გაზეთ The New York Times-ის ჟურნალისტებმა და რედაქტორებმა ერთდღიანი გაფიცვა გამოაცხადეს. ჟურნალისტები პროფკავშირებთან ერთად ხელფასის გაზრდასა და სხვა პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.

„გაზეთის ხელმძღვანელობის წინადადება ხელფასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ ვერ აკმაყოფილებს ეკონომიკურ სიტუაციას და არ ითვალისწინებს, როგორც ინფლაციას, ასევე აშშ-ში ხელფასის ზრდის საშუალო მაჩვენებელს“, - განაცხადა პროფკავშირმა.

პროფკავშირი ხელფასების 10%-ითა და ბონუსების 8.5%-ით გაზრდას ითხოვს, ხოლო გაზეთის ხელმძღვანელობა კი ხელფასების მხოლოდ 5.5%-ით გაზრდას ეთანხმება.

right_banner right_banner
არქივი
right_banner