უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, ოლექსი დანილოვი გერმანიის ყოფილი კანცლერის, ანგელა მერკელის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ უკრაინის ომი მოლაპარაკებებით დასრულდება, რადგან ომები მოლაპარაკების მაგიდასთან სრულდება.
„ომის დასასრულებლად უკრაინას მოლაპარაკების მაგიდა არ სჭირდება. ფეხზე დამდგარიც შეიძლება პუტინის კაპიტულაციის მიღება“, - აღნიშნა ოლექსი დანილოვმა.
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ასევე განაცხადა, რომ ანგელა მერკელი „მინსკის შეთანხმებებში“ მონაწილეობდა, რომლის შედეგებიც ცნობილია.