logo_geo
eng_logo
უკრაინის უსაფრთხოების საბჭოს მდივანი: ომის დასასრულებლად უკრაინას მოლაპარაკების მაგიდა არ სჭირდება - ფეხზე დამდგარიც შეიძლება პუტინის კაპიტულაციის მიღება
- +

9 დეკემბერი. 2022. 00:15

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, ოლექსი დანილოვი გერმანიის ყოფილი კანცლერის, ანგელა მერკელის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ უკრაინის ომი მოლაპარაკებებით დასრულდება, რადგან ომები მოლაპარაკების მაგიდასთან სრულდება.

ომის დასასრულებლად უკრაინას მოლაპარაკების მაგიდა არ სჭირდება. ფეხზე დამდგარიც შეიძლება პუტინის კაპიტულაციის მიღება“, - აღნიშნა ოლექსი დანილოვმა.

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ასევე განაცხადა, რომ ანგელა მერკელი „მინსკის შეთანხმებებში“ მონაწილეობდა, რომლის შედეგებიც ცნობილია.

right_banner right_banner
არქივი
right_banner