logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: ქართველი ლიბერალი არის ყველაზე გოიმი არსება მსოფლიოში
- +

8 დეკემბერი. 2022. 23:21

"მე მინდა შეგახსენოთ ერთი რამ - ყველაფერში ფსევდოები არიან ეს ადამიანები. ხშირად მოისმენთ ხოლმე მათი მხრიდან აბიციურ განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ სხვებზე წინ წასულები არიან საკუთარი აზროვნებითა და მენტალიტეტით," - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში რატი იონათამიშვილის შესახებ გამოქვეყნებული დისკრიმინაციული ფოტოს შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

სინამდვილეში ყველაზე ჩამორჩენილი კასტა, ვინც კი არის საქართველოში, სწორედ არიან ისინი, ვინც ასეთ რაღაცებს აეკთებს. ისინი არიან ე.წ. ფსევდოლიბერალები - ქართველი ლიბერალი არის ყველაზე გოიმი არსება მსოფლიოში, მე ასე ვიტყოდი. ეს არის ის კასტა, რომელიც ასეთ რაღაცებს აკეთებს, მათ სიბნელეს საზღვარი არა აქვს“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner