"ჩვენ მოვისმინეთ მათ შორის ფრაზები, რომ უკრაინის ომი არის საქართველოს ომიც. მე ერთი რაღაც შემიძლია გითხრათ: ომი ნახევრად შენი ვერ იქნება, ან შენია ომი, ან არ არის. შეიძლება პოზიცია გქონდეს დაკავებული სხვის ომთან დაკავშირებით, როგორც ჩვენ ვაკეთებთ - პოლიტიკური მხარდაჭერა ჰააგით დაწყებული, ეუთოთი დამთავრებული, ყველგან გამოვხატეთ ჩვენი პოზიცია და რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერთ უკრაინის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და ვგმობთ რუსეთის აგრესიას" , - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
„ჩვენი პოზიცია ძალიან მკაფიოდ არის დაფიქსირებული. ანუ, სხვა რამე უნდათ. სინამდვილეში რაშია საქმ: მათაც ძალიან კარგად იციან, რომ უკრაინის ომი ნახევრად საქართველოსი ვერ იქნება. მათ უნდათ, რომ ეს იყოს საქართველოს ომი და ეს შესაძლებელია მხოლოდ ერთ შემთხვევაში- თუ აქ გაიხსნება მეორე ფრონტი. პირდაპირ არის აქეთკენ მოწოდებები, ჰყავთ ლობისტები. რატომ არ სთხოვს არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ მოლდოვას არც დსთ-დან გასვლას, არც რუსეთისთვის სანქციების დაწესებას? რატომ სთხოვენ თავს ზემოთ ახტომას საქართველოს და რატომ არ სთხოვენ არაფერს მოლდოვას? თან ანიჭებენ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს“, - განაცხადა კობახიძემ.