"პირდაპირი მეგობრული კავშირია სიკვდილსა და „ნაცმოძრაობას“ შორის. საქართველოში ერთი ადამიანი ტრაგიკულად არ დაღუპულა რაზეც „ნაცმოძრაობას“ საკუთარი პოლიტიკური კამპანია არ აუგია. ადამიანის ყველა ტრაგიკული გარდაცვალება, მათ შორის ეს იყო ბოლო შემთხვევა „ნაცმოძრაობამ“ გამოიყენა თავისი პოლიტიკური კამპანიისთვის. სიკვდილი და „ნაცმოძრაობა“ არის ერთმანეთისგან განუყოფელი," - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, ვერც ისეთი, ვერც ასეთი ფორმით ვერ გააიგივებენ საქართველოს სამხედრო კონფლიქტთან
„თითოეული ქართველის დაღუპვა, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი ტრაგედიაა და ბუნებრივია, ჩვენ უნდა მივუსამძიმროთ ოჯახებს, ახლობლებს, ყველა ადამიანს, ვისთვისაც ძვირფასი იყვნენ ეს ადამიანები. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი ტრაგედიაა თითოეული ჩვენგანისთვის მათი გარდაცვალება და ეს აუცილებლად უნდა ითქვას.
გახსოვთ, თავის დროზე იყო დაჟინებული მოთხოვნა მთავრობის ნებართვით გაგზავნილიყო მოხალისეებით სავსე თვითმფრინავები უკრაინაში, რაც იყო უმძიმესი პროვოკაცია. თავიდან ჯერ სანქციებთან დაკავშირებით იყო მოთხოვნა, ახლა ლაპარაკობენ, რომ თითქოს მათ არ სურთ სანქციების დაწესება, მაგრამ თავის დროზე აბსოლუტურად სხვა რიტორიკა ჰქონდათ და ამის შემდეგ მოითხოვეს მთავრობის ოფიციალური ნებართვით თვითმფრინავების გაგზავნა, რაც უკვე პირდაპირ ნიშნავდა საქართველოს ჩართვას კონფლიქტში, ეს პირდაპირ ნიშნავდა მეორე ფრონტის გახსნას საქართველოში. ეს საქართველოს ხელისუფლებამ არ დაუშვა და სერიოზული ბულინგი გადავიარეთ მაშინაც. იყო საზოგადოების მხრიდან მღელვარება, რადგან თავიდან ვერ გაიგო საზოგადოებამ, რას ნიშნავდა რეალურად ამ თვითმფრინავების გაგზავნა, თუმცა საზოგადოებამ ყველაფერი გაიაზრა და დალაგდა ყველაფერი. ახლა ამის საპირწონეა რასაც ითხოვენ და ითხოვენ, რომ პირდაპირ დაფიქსირდეს საქართველოს ხელისუფლების კავშირი მათ შორის იმ ჩართულობასთან. რომელიც დაკავშირებულია მოხალისეების წასვლასთან უკრაინაში. პირდაპირი ფორმით ვერ შეძლეს პროვოკაციაზე ჩვენი წამოგება და ახლა უნდათ არაპირდაპირ მიაღწიონ იგივეს. რა თქმა უნდა, ამას ჩვენ ვერ დავუშვებთ. ვერც ისეთი, ვერც ასეთი ფორმით ჩვენ ვერ გავაიგივებთ საქართველოს სამხედრო კონფლიქტთან, ეს უნდათ მათ, მეორე ფრონტი უნდათ. „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთ წარმომადგენელს წამოცდენა ჰქონდა, გილოცავთ ამ ადამიანების დაღუპვასო. ქვეცნობიერი ყოველთვის მუშაობს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.