logo_geo
eng_logo
ევროკავშირის საბჭომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინისა და საქართველოს რეგიონებში გაცემული რუსეთის სამგზავრო დოკუმენტაციის არაღიარების გადაწყვეტილება დაამტკიცა
- +

8 დეკემბერი. 2022. 23:47

ევროკავშირის საბჭომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინისა და საქართველოს რეგიონებში გაცემული რუსეთის სამგზავრო დოკუმენტაციის არაღიარების გადაწყვეტილება დაამტკიცა.

ეს გადაწყვეტილება არის პასუხი რუსეთის არაპროვოცირებულ და უსამართლო სამხედრო აგრესიაზე უკრაინის წინააღმდეგ და რუსეთის პრაქტიკაზე, გადასცეს რუსეთის საერთაშორისო პასპორტები ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებლებს. ეს ასევე მოჰყვა რუსეთის ცალმხრივ გადაწყვეტილებას, 2008 წელს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ეცნო საქართველოს ტერიტორიები, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი“, - ნათქვამია განცხადებაში.

ევროკავშირის წევრი ქვეყნები რომ არ აღიარებენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაცემულ სამგზავრო დოკუმენტაციას, ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ მისი მფლობელი ვერ მიიღებს ვიზას და ვერ გადაკვეთს შენგენის ზონის საზღვრებს.

right_banner right_banner
არქივი
right_banner