logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: არავის ჰქონდა იმის ილუზია, რომ სააკაშვილი ღირსეულად შეხვდებოდა სასჯელს - პირველ ოქტომბერს შევიდა ციხეში და იმავე დღეს დაიწყო შიმშილობ
- +

8 დეკემბერი. 2022. 23:54

"ეს არის პირდაპირი ზემოქმედება მოსამართლეზე, რაც კანონით დასჯადიც არის ხშირ შემთხვევაში," - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში მიხეილ სააკაშვილის სასამართლლო პროცესზე საუბრისას განაცხადა.

ნებისმიერი კომუნიკაციაც კი, ელემენტარული მოსამართლეს რაღაც თემაზე რომ დაურეკო და კითხვა დაუსვა კონკრეტულ, განსახილველ საქმეზე, ესეც კი დასჯადია და აქ პირდაპირ ზეწოლასთან გვაქვს საქმე, რაც მიუღებელია. ესენი 9 წლის განმავლობაში მიჩვეულები იყვნენ, რომ სასამართლო იყო მათი ზეწოლის ობიექტი და ეტყობა ახლაც ასეთი მენტალიტეტით აგრძელებენ საქმიანობას. არ გვინდა, რომ შეგვიყვანონ ამ პოლიტიკურ დისკუსიაში. თუ საკითხი უნდა გადაწყდეს სამართლებრივად, არ შეიძლება იქ გაიმართოს პოლიტიკური დისკუსიები. პირდაპირ ცდილობენ, რომ ამაში შეგვიყვანონ - ახლა გამოდით და მიიღეთ გადაწყვეტილება სააკაშვილის გათავისუფლების შესახებ. ჩვენ როგორ უნდა მივიღოთ ეს გადაწყვეტილება? ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, პოლიტიკურ მოთხოვნას გვიყენებენ იქ, სადაც პოლიტიკურად ვერ ჩაერევი. არ გვინდა ჩვენ ამ პოლიტიკურ დისკუსიაში შესვლა. არავის ჰქონდა იმის ილუზია, რომ სააკაშვილი ღირსეულად შეხვდებოდა სასჯელს. პირველ ოქტომბერს შევიდა ციხეში სააკაშვილი და იმავე დღეს დაიწყო შიმშილობა“, - განაცხადა კობახიძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner