logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: უკრაინის უმაღლესი თანამდებობის პირები პირდაპირ ითხოვდნენ მეორე ფრონტის გახსნას. ელჩის მოვალეობის შემსრულებელი კასიანოვი რომ ითხოვს იარაღის მიწოდებას, ეს ირიბი ფორმით, იგივე მოთხოვნაა
- +

8 დეკემბერი. 2022. 23:55

"უმაღლესი თანამდებობის პირები უკრაინიდან პირდაპირ ითხოვდნენ მეორე ფრონტის გახსნას. ელჩის მოვალეობის შემსრულებელი რომ ითხოვს იარაღის მიწოდებას, ეს არის ირიბი ფორმით იგივე მოთხოვნა, "- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისივე თქმით, ელჩის მოვალეობის შემსრულებელი კასიანოვი ყველაზე დაბალი რგოლია უკრაინიდან იმ ადამიანთა შორის, რომლებიც საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას ითხოვდნენ.

იარაღის მიწოდება სხვა არაფერია. როგორც კი ერთ იარაღს გაუშვებ უკრაინაში, მაშინვე პირდაპირ, ხარ ომის მდგომარეობაში. ეს ყველამ ძალიან კარგად იცის. კასიანოვი არის სადღაც, მეათე რგოლი ამ სისტემაში. ეს განცხადებები ჩვენ მოსმენილი გვაქვს უშიშროების საბჭოს მდივნისგან, პოდოლიაკისგან. ანუ, უმაღლესი თანამდებობის პირები უკრაინიდან პირდაპირ ითხოვდნენ მეორე ფრონტის გახსნას. ელჩის მოვალეობის შემსრულებელი რომ ითხოვს ამას, ეს არის ირიბი ფორმით იგივე მოთხოვნა“, - განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, კობახიძემ კასიანოვი ტყუილში დაადანაშაულა, რომელმაც განაცხადა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დრო უკრაინა საქართველოს იარაღს აწვდიდა.

ომი გაგრძელდა 2 დღე - 8 აგვისტოს დაიწყო ომი, 9-ში გაგრძელდა და 10-ში სააკაშვილმა ცალმხრივად შეწყვიტა ცეცხლი. გამოვიდა და პირდაპირ გამოაცხადა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. რა იარაღი უნდა გვეყიდა ან ვინ მოასწრებდა იქ იარაღის მოწოდებას?!“, - განაცხადა კობახიძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner