logo_geo
eng_logo
გაღმა დვაბზუსა და დაბა ნასაკირალის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს
- +

9 დეკემბერი. 2022. 12:11

 

 

გაღმა დვაბზუსა და დაბა ნასაკირალის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. სამუშაოებს ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე ადგილზე გაეცნო.

 

„ვასრულებთ ჩვენი მოქალაქეებისთვის მიცემულ კიდევ ერთ პირობას - გაღმა დვაბზუსა და დაბა ნასაკირალის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციას ვაკეთებთ. პროექტი, რომლის ღირებულებაც 575 705 ლარს შეადგენს, მომავალი წლის აპრილის თვეში დასრულდება. შედეგად, მოეწყობა 2 000 მეტრი სიგრძის გზა.

 

ოზურგეთის სახელით, მადლობას ვუხდი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ამ პროექტის მხარდაჭერისთვის!“ - განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner