logo_geo
eng_logo
მაშველები ზღვაში 28 წლის მამაკაცს ეძებენ
- +

27 აგვისტო. 2016. 12:59



ბათუმში 28 წლის მამაკაცი სანაპიროზე ახლობლებთან ერთად იმყოფებოდა, ის ზღვაში შესვლის შემდეგ რამდენიმე წუთში წყალში გაუჩინარდა.


შემთხვევა გუშინ საღამოს 10 საათზე მოხდა. დაკარგულის ახლობლების განცხადებთ, ახალგაზრდამ ცურვა არ იცოდა.


მამაკაცის სამძებრო სამაშველო სამუშაოები გუშინვე დაიწყო, თუმცა გვიან ღამით ძლიერი შტორმის გამო შეჩერდა, დღეს დილის 7 საათიდან კი ისევ განახლდა. ძებნის ოპერაცია ამ დრომდე უშედეგოდ გრძელდება.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner