„ქართველი უშუისტი საბა ბუთხუზი ინდონეზიის ქალაქ ტანგერანგში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებულია“, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
ფინალურ შეხვედრაში ქართველმა სპორტსმენმა ჩინეთის წარმომადგენელი მაკაო დაამარცხა.