უნგრეთი და ჩეხეთი ერთიანი ევროპული არმიის შექმნის ინიციატივით გამოდიან. ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა - ვიქტორ ორბანმა და ბოჰუსლავ სობოტკამ განაცხადეს, რომ უსაფრთხოება ევროკავშირის პრიორიტეტი უნდა გახდეს, ამიტომ საჭიროა გაერთიანებული ევროპული ჯარის შექმნა.
ევროკავშირის გაერთიანებული არმიის შექმნის მოთხოვნით ერთი წლის წინ გამოდიოდა ევროკომისიის თავმჯდომარე ჟან-კლოდ იუნკერი, რომლის მოსაზრებითაც, ევროკავშირის ერთიანი შეიარაღებული ძალების მნიშვნელოვანი ფაქტორი კონტინენტის უსაფრთხოების გაძლიერება იქნება.