logo_geo
eng_logo
საბურთალოს რაიონში, ადგილმონაცვლეობის შედეგად, რეკრეაციული სივრცე ეწყობა
- +

9 დეკემბერი. 2022. 16:10

 

 

თბილისის მერიამ კოსტავას ქუჩაზე, რესტორნების ქსელ „მაკდონალდსის“ მიმდებარედ, 1 700 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის მონაცვლეობა განახორციელა, რომელიც კერძო საკუთრებაში იყო. აღნიშნულ ტერიტორიაზე, დედაქალაქის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური რეკრეაციული სივრცის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს.

 

მიმდინარე სამუშაოებს თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელ პაატა ტოგონიძესთან და საბურთალოს რაიონის გამგებელ გიზო ვასაძესთან ერთად ადგილზე გაეცნო.

 

სამუშაოების ფარგლებში, ტერიტორიაზე აღდგება პირვანდელი გეგმარება, მოეწყობა საფეხმავლო ბილიკი, გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, განთავსდება სკამები და ურნები, ასევე, მოეწყობა სასმელი წყლის შადრევანი. 

 

გარდა ამისა, ჩატარდება გამწვანებისთვის საჭირო ყველა ღონისძიება, დაითესება ბალახი და დამატებით დაირგვება მწვანე ნარგავები.

 

სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 250 000 ლარს შეადგენს.

           

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner