logo_geo
eng_logo
მოსკოვში ხანძარს 16 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
- +

27 აგვისტო. 2016. 13:17




მოსკოვის ერთ-ერთ საწყობში მომხდარ ხანძარს 16 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და ოთხი ადამიანი დაშავდა.


როგორც მოსკოვის საგანგებო სიტუაციათა სააგენტოში განაცხადეს,  აალება დედაქალაქის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მოხდა.  ხანძარი 100 კვადრატული მეტრის ფართობზე გაჩნდა. მეხანძრეებმა 16 ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს. ხანძრის მიზეზები ამ დრომდე დგინდება. საწყობი ერთ-ერთ გამოცემას ეკუთვნის. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner