მოსკოვის ერთ-ერთ საწყობში მომხდარ ხანძარს 16 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და ოთხი ადამიანი დაშავდა.
როგორც მოსკოვის საგანგებო სიტუაციათა სააგენტოში განაცხადეს, აალება დედაქალაქის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მოხდა. ხანძარი 100 კვადრატული მეტრის ფართობზე გაჩნდა. მეხანძრეებმა 16 ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს. ხანძრის მიზეზები ამ დრომდე დგინდება. საწყობი ერთ-ერთ გამოცემას ეკუთვნის.