logo_geo
eng_logo
თამაზ მეჭიაური: პარლამენტში იმ დოზით მოვალთ, რომ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს პარლამენტი ჩვენს გარეშე ვერ მიიღებს
- +

ავტორი ანა ფერაძე

27 აგვისტო. 2016. 13:20



პარტია „ერთიანი საქართველოსთვის" ლიდერმა თამაზ მეჭიაურმა „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე პარტიის საარჩევნო გეგმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პარტია „თამაზ მეჭიაური - ერთიანი საქართელოსთვის" პარლამენტში იმ დოზით მოვა, რომ პარლამენტი მათი თანხმობის გარეშე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ვერ მიიღებს.



„გუშინ დამთავრდა ბლოკების შექმნის ვადა. აქედან გამომდინარე, ახალი ბლოკი ვეღარ შეიქმნება, მაგრამ ჯერ კიდევ დარჩა დრო, რომ სხვადასხვა პარტიებთან  გაფორმდეს მემორანდუმი ბლოკების გარეშე საერთო სიების შესახებ.

 

სხვადასხვა  პოლიტიკურ სუბიექტებთან გარკვეული ბლოკების შექმნაზე მრავალი მოლაპარაკების მიუხედავად, მივედით იმ დასკვნამდე, რომ  საერთო ინტერესების გარეშე, ხელოვნურად შექმნილ ბლოკებში მონაწილეობას სჯობია, დამოუკიდებლად ვიყაროთ კენჭი, თუნდაც ეს გარკვეულ ფინანსურ სირთულეებთან იყოს დაკავშირებული.

 

ჩვენი პარტია გადადის საარჩევნო რეჟიმზე, სადაც მონაწილეობას მივიღებთ დამოუკიდებლადმხოლოდ  „თამაზ მეჭიაური - ერთიანი საქართველოსთვის".

 

ჩვენი პარტია პარლამენტში მოვა მინიმუმ იმ დოზით, რომ ჩვენი თანხმობის გარეშე მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტა შეუძლებელი იქნება", - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner