logo_geo
eng_logo
უკრაინის პრემიერი: ამ ზამთარს ელექტროენერგიის შეზღუდული მოხმარების პირობებში ვიცხოვრებთ
- +

9 დეკემბერი. 2022. 21:27

 

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა, რომ ამ ზამთარს უკრაინა მუდმივად იცხოვრებს ელექტროენერგიის შეზღუდული მოხმარების პირობებში.

დენის შმიგალის თქმით, ახლა ქვეყნის ენერგოსისტემაში ვითარება კონტროლს ექვემდებარება, თუმცა ელექტროენერგიის მნიშვნელოვანი დეფიციტი კვლავ რჩება.

დაზიანებულია ქვეყანაში არსებული ყველა თბოსადგური და ჰიდროელექტროსადგური. სხვადასხვა ხარისხით დაზიანებულია მაღალი ძაბვის ქსელის 40%. ამიტომ რეგიონებში ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვები კვლავ მნიშვნელოვანია. ეს აუცილებელი ღონისძიებაა ჩვენი ენერგეტიკული სისტემის დაბალანსებული ფუნქციონირების შესანარჩუნებლად. ჩვენ ელექტროენერგიის შეზღუდული მოხმარების პირობებში ვიცხოვრებთ. ამიტომ სახელმწიფო და მთავრობა სისტემატიზაციას უწევენ პროცესს, თუ ვინ მიიღებს ელექტროენერგიას პირველ რიგში“, - აღნიშნა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner