ხორვატიის ნაკრები კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის პირველი ნახევარფინალისტი გახდა. ქალაქ ალ-რაიანში გამართულ მეოთხედფინალურ მატჩში ზლატკო დალიჩის გაწვრთნილმა გუნდმა ბრაზილიის ეროვნული გუნდი დაამარცხა.
მატჩის ძირითად დროში უგოლო ფრე დაფიქსირდა. დამატებით დროში, 105-ე წუთზე ბრაზილიელები ნეიმარმა დააწინაურა, 117-ე წუთზე კი ბრუნო პეტკოვიჩმა წონასწორობა აღადგინა. 11-მეტრიანი დარტყმების სერიაში ხორვატებმა 4:2 გაიმარჯვეს.
დღეს კატარის ქალაქ ლუსაილში კიდევ ერთი მეოთხედფინალური მატჩი გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს ნიდერლანდებისა და არგენტინის ნაკრებები დაუპირისპირდებიან.