logo_geo
eng_logo
რას საქმიანობდა ნატა ფერაძე 2012 წლამდე?
- +

27 აგვისტო. 2016. 13:30



რას საქმიანობდა ნატა ფერაძე 2012 წლამდე? - ანალიტიკოსი ეკა სილაგაძე პარტიზანი მებაღე ნატა ფერაძის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.



ამ ნატა ფერაძეს ვუხსენე შპს, რომელიც, როგორც შემსრულებელი, საქმეს აკეთებდა ცნობილ გრინსერვისის" დამფუძნებელთან და დამაარსებელთან, ერთ დროს ძველი თბილისის გამგებელთან ფურცხვანიძესთან და ეგრევე მიმაბლოკა...

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ სად იყო ნატა ფერაძე იმ დროს. ქალბატონი ნატა ფერაძე 2007 წლიდან გახლდათ კომპანიაგრინსერვისის" არა უბრალო თანამშრომელი, არამედ მენეჯერი. ასე რომ, ის იყო ყველა იმ მოვლენის ეპიცენტრში, რომელიც იმ წლებში თბილისის გამწვანებას უკავშირდებოდა. მხოლოდ პოლიციის შენობების ასაშენებლად თბილისის სკვერებში განადგურდა 700 ფიჭვი და 300 კედარი! იუსტიციის სახლის ადგილზე მთლიანად განადგურდა ფიჭვები, აკაციები, კედრები, ცაცხვები! რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე მოიჭრა ფიჭვები, ბარათაშვილზე, შუა ზოლში მოიჭრა 17 ძირი ჭადარი, 8 ძირი ცაცხვი! აღმაშენებლის გამზირსა და ზაარბრიუკენის მოედანზე მოიჭრა ყველა ჭადარი! რუსთაველის პროსპექტზე მოიჭრა 18 ძირი ჭადარი, 2 კედარი, და რაც მთავარია, მათ შორის იყო ჩვენი ქალაქისთვის უძვირფასესი - გალაკტიონის ჭადარი! იმ დროს, განათლებით მხატვარი ქალბატონი ნატა ფერაძე გამწვანების სფეროში მუშაობდა, დიდ ჰონორარებს იღებდა და სულ არ ანაღვლებდა ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობა. ის გახდა გულანთებულიგარემოს დამცველი" მას შემდეგ, რაცგრინსერვისიდან" მისი არაკვალიფიციურობის და არაადეკვატურობის გამო გამოაგდეს".

რა ბედი მაქვს რა... ელისაშვილმა დამბლოკა, ნატა ფერაძემ დამბლოკა, ლაგაზიძემ დამბლოკა, თვით გოგი გვახარიამ დამბლოკა.

ესენი იბრძვიან სიმართლისთვის და საზოგადოების სიფხიზლისთვის?" - წერს ეკა სილაგაძე facebook-გვერდზე.

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner