აშშ უკრაინას 275 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტში განაცხადეს.
სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი დამატებით იარაღს, საბრძოლო მასალასა და საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობას მოიცავს.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა შეერთებულ შტატებს ურყევი მხარდაჭერისთვის რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან დღემდე, აშშ-მა უკრაინას უსაფრთხოების სფეროში 19.7 მილიარდი დოლარის დახმარება გამოუყო.